VIDEO: შერმადინის გუნდის წარმატებული გასვლა ევროთასზე
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საკალათბურთო ევროთასის მეოთხე ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფემ გასვლითი შეხვედრა გერმანიაში, ფრანკფურტ სკაილაინერსის წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 104:94 გაიმარჯვა.
მატჩის პირველ ნახევარში ფრანკფურტ სკაილაინერსი დამაჯერებლად გამოიყურებდა, თუმცა გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ესპანურმა კლუბმა შთამბეჭდავი ანგარიშით (43:23) მოიგო და შეხვედრის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 14 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა, 3 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. ტენერიფეს რიგებში საუკეთესო კაილ გაი იყო, რომელმაც გუნდს 26 ქულა მოუტანა (8-დან 5 სამქულიანი).
ამ გამარჯვების შემდეგ ტენერიფეს 3 მოგება და 1 მარცხი აქვს, რისი წყალობითაც ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.
ევროთასზე მომდევნო შეხვედრას შერმადინის გუნდი 29 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე გიგა ჯანელიძის ვენეციის წინააღმდეგ ჩაატარებს.