• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: მარცხი დიდი სხვაობით - იბერია იაგელონიასთან სტუმრად განადგურდა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

VIDEO: მარცხი დიდი სხვაობით - იბერია იაგელონიასთან სტუმრად განადგურდა

14 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში, იბერია 1999 პოლონურ იაგელონიასთან სტუმრად 0:4 დამარცხდა.

შეხვედრა თბილისელთა შეტევებით დაიწყო და ორი კარგი მომენტიც შექმნეს, თუმცა შემდეგ უპირატესობას ბიალისტოკელები დაუფლნენ და თანდათან ეს ანგარიშშიც გამოხატეს.

32-ე წუთზე, იბერიელთა კარში პენალტი დაინიშნა - გიორგი მაკარიძემ ხესუს იმასის მიერ შესრულებული დარტყმული მოიგერია, თუმცა, საჯარიმოში ფეხბურთელთა ნაადრევად შესვლის გამო, ესპანელმა მსაჯმა პენალტი გაამეორებინა და იმასმა ამჯერად შედეგიანად დაარტყა - 1:0.

პოლონელებმა მეორე გოლი პირველი ტაიმის ბოლო წამებზე შეაგდეს - ჟერემი აგბონიფომ ბრწყინვალე დრიბლინგი შეასრულა და ლამაზი გოლი შექმნა.

62-ე წუთზე, საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ იბრაჰიმ ალჰასანმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. ალჰასანმა პენალტის ეპიზოდში წესიც დაარღვია.

საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა 92-ე წუთზე, როცა სერხიო ლოსანომ ულამაზესი მაღალი დარტყმით გაიტანა.

ბიალისტოკში 4-ბურთიანი სხვაობით მარცხის შემდეგ, იბერია 1999 მეტოქეს ერთ კვირაში, 27 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

წყვილში გამარჯვებული ევროპა ლიგის ლიგის ფაზაში ითამაშებს, ხოლო დამარცხებული - კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში.


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ევროპა ლიგა
იბერია 1999
კონფერენს ლიგა
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ისტორიაში პირველად - ქართველების ბარსმა ყირგიზეთის სუპერ თასი მოიგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ისტორიაში პირველად - ქართველების ბარსმა ყირგიზეთის სუპერ თასი მოიგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

თერთმეტეული ცნობილია - იბერია თამაშს ასეთი შემადგენლობით იწყებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

თერთმეტეული ცნობილია - იბერია თამაშს ასეთი შემადგენლობით იწყებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინგლისურმა გრანდმა ანდრია ბართიშვილს შეთავაზება გაუკეთა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინგლისურმა გრანდმა ანდრია ბართიშვილს შეთავაზება გაუკეთა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კრივი - საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა

•ქართული

ქართული

კრივი - საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა
•ქართული

ქართული

News image

19 სთ წინ

ისტორიაში პირველად - ქართველების ბარსმა ყირგიზეთის სუპერ თასი მოიგო

News image

17 სთ წინ

თერთმეტეული ცნობილია - იბერია თამაშს ასეთი შემადგენლობით იწყებს

News image

13 სთ წინ

ინგლისურმა გრანდმა ანდრია ბართიშვილს შეთავაზება გაუკეთა

News image

1 სთ წინ

კრივი - საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება