ქართველების ბარს კარაკოლმა ყირგიზეთის სუპერ თასის 2026 წლის გათამაშების გამარჯვებული გახდა.
ლაშა ჭაღიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა, რომელშიც ბექა ქავთარაძე და თემურ ჩოგაძე თამაშობენ, სატიტულო მატჩში დორდოი ბიშკეკი 2:0 დაამარცხა.
ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო - ქავთარაძემ 24-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს, ხოლო ჩოგაძემ 66-ე წუთამდე ითამაშა (მე-4 წუთიდან ყვითელი ბარათით იყო).
აღსანიშნავია, რომ ბარსმა ქვეყნის სუპერ თასი ისტორიაში პირველად მოიგო, ტურნირის ყველაზე წარმატებული კლუბი კი სწორედ დორდოი ბიშკეკია - ტიტული 6-ჯერ აქვს მოგებული.