ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, იბერია 1999 იაგელონიას დღეს სტუმრად ხვდება.
იბერიელები პოლონეთში ჩარტერული რეისით 18 აგვისტოს გაემგზავრნენ და მატჩისწინა დასკვნით მოსამზადებელ პროცესს ადგილზე გადიან.
არსებული ინფორმაციით, ანდრი დემჩენკოს ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად ჰყავს და ოპტიმალური შემადგენლობის შერჩევა შეუძლია. დანაკლისი არც პოლონელებს აქვთ.
შეხვედრის მასპინძელი ხორტენ არენაა, რომელზეც 22 400-ზე ოდნავ მეტი მაყურებელი ეტევა. 19 აგვისტოს 16:30-სთვის, 9 000-მდე ბილეთი იყო გაყიდული.
მსაჯი 40 წლის ესპანელი, რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეაა, რომელიც 2018 წლიდან ფიფა-ს კატეგორიის რეფერია, ამჟამად კი უეფა-ს პირველი კატეგორიის სტატუსი აქვს, რაც რანგით მე-2 სტატუსია და წინ მხოლოდ ელიტარული კატეგორიაა.
თამაში ჩვენი დროით 20:00 საათიდან იწყება (ადგილობრივი დროით 18:00) და მის პირდაპირ რეპორტაჟს Silk უნივერსალი-ზე ვნახავთ.
იაგელონიასა და იბერიას ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ევროპა ლიგის ლიგის ფაზაში მოხვდება, ხოლო დამარცხებული ევროსეზონს კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში გააგრძელებს.
რამდენჯერ უთამაშიათ ქართულ კლუბებს პოლონურებთან და როგორია შედეგები?
იბერია V იაგელონია - რა სხვაობაა და როგორია ფეხბურთელთა ფასები?
პოლონურმა გამოცემამ იბერიას ლიდერები დაასახელა - ვინ გამოარჩიეს?
"ცნობილი სახელები არ ჰყავთ, მაგრამ..." - პოლონური გამოცემა იბერიაზე წერს
რამდენი სარეიტინგო ქულა დააგროვა საქართველომ ევროტურნირებზე?
ჩემპიონობა, ბეტისი, რეინჯერსი - რა უნდა ვიცოდეთ იბერიას მეტოქე იაგელონიაზე?