• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
პოლონურმა გამოცემამ იბერიას ლიდერები დაასახელა - ვინ გამოარჩიეს?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

პოლონურმა გამოცემამ იბერიას ლიდერები დაასახელა - ვინ გამოარჩიეს?

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პოლონური გამოცემა Rankinguefa.pl იბერია 1999-ის შემადგენლობაზე წერს და რამდენიმე ფეხბურთელის როლს განსაკუთრებულად გამოარჩევს.


"გამოცდილი მეკარე და ცენტრალური ნახევარმცველი, გუნდის დანარჩენი ბირთვი კი გაცილებით ახალგაზრდაა. 36 წლის გიორგი მაკარიძემ ტორპედოს წინააღმდეგ კუთხურის დროს ვერაფერი მოახერხა, თუმცა გასულ სეზონში ლიგის საუკეთესო მეკარე იყო. საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია და პორტუგალიასა და ესპანეთშიც ჰქონდა საკლუბო კარიერა.

მათ შემადგენლობაში 30 წელს გადაცილებული მეორე მოთამაშე 31 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, ბაქარ ქარდავაა, რომელსაც უცხოურ ლიგაში ან ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია. მოედანზე ის დაცვასა და ნახევარდაცვას აკავშირებს.


შეტევაში შესამჩნევი გაუმჯობესება შეინიშნება ნიკა სიხარულიშვილის მოსვლის შემდეგ. ლიგაში მას აქამდე ბევრი არ უთამაშია, მაგრამ მწვრთნელის შეცვლის შემდეგ მისი მდგომარეობაც შეიცვალა. თასის გათამაშებებში 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა, მათ შორის გადამწყვეტ მატჩში ლარნის წინააღმდეგ.

იბერიას ამჟამინდელი ძლიერი მხარე, როგორც ჩანს, მარცხენა ფლანგზეა, რომელსაც გიორგი ჯინჯოლავა და ზვიად ნაჭყებია ხელმძღვანელობენ. მარჯვენა ფლანგზე მათ არმელ ზოჰური დაკარგეს, რომლის ნაცვლად სებასტიან ფიგერედო ახლახანს მიიყვანეს. გასულ სეზონთან შედარებით, გუნდს შემტევი ნახევარმცველი, გიზო მამაგეიშვილი აკლია - ის შტურმ გრაცში გადავიდა და ჯერ სრულფასოვნად არ შეუცვლიათ.

ივნისში, საქართველოს სეზონის შუა პერიოდში და ევროტურნირებამდე, იბერიამ მწვრთნელი შეიცვალა. გუგა ნერგაძე უკრაინელმა ანდრეი დემჩენკომ შეცვალა, რომელიც საქართველოში დაბრუნდა. ის დილა გორისა და დინამო ბათუმის მწვრთნელი იყო, ხოლო იბერიაში გადასვლამდე აზერბაიჯანის ლიგაში არაზ ნახიჩევანს წვრთნიდა, სადაც გაზაფხულის სეზონში მხოლოდ რამდენიმე თვით გამოჩნდა.


დემჩენკო ფეხბურთელობისას, 1995-1997 წლებში, იმ დროს ძლიერ აიაქსში თამაშობდა და რამდენიმე მატჩი ჩაატარა პირველ გუნდში. კარიერის უმეტესი ნაწილი მეტალურგ ზაპოროჟიეს შემადგენლობაში გაატარა", - წერს Rankinguefa.pl.


"ცნობილი სახელები არ ჰყავთ, მაგრამ..." - პოლონური გამოცემა იბერიაზე წერს


ჩემპიონობა, ბეტისი, რეინჯერსი - რა უნდა ვიცოდეთ იბერიას მეტოქე იაგელონიაზე?

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ევროპა ლიგა
იბერია 1999
კონფერენს ლიგა
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ქართული შოუ ყირგიზეთში - ტოქთოგულმა ჩვენების ბენეფისით მოიგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ქართული შოუ ყირგიზეთში - ტოქთოგულმა ჩვენების ბენეფისით მოიგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ცნობილი სახელები არ ჰყავთ, მაგრამ..." - პოლონური გამოცემა იბერიაზე წერს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ცნობილი სახელები არ ჰყავთ, მაგრამ..." - პოლონური გამოცემა იბერიაზე წერს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია V იაგელონია - რა სხვაობაა და როგორია ფეხბურთელთა ფასები?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია V იაგელონია - რა სხვაობაა და როგორია ფეხბურთელთა ფასები?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რომელ არხზე ვნახავთ იბერიას თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რომელ არხზე ვნახავთ იბერიას თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

VIDEO: ქართული შოუ ყირგიზეთში - ტოქთოგულმა ჩვენების ბენეფისით მოიგო

News image

2 სთ წინ

"ცნობილი სახელები არ ჰყავთ, მაგრამ..." - პოლონური გამოცემა იბერიაზე წერს

News image

26 წთ წინ

იბერია V იაგელონია - რა სხვაობაა და როგორია ფეხბურთელთა ფასები?

News image

6 წთ წინ

რომელ არხზე ვნახავთ იბერიას თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება