• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ჩემპიონობა, ბეტისი, რეინჯერსი - რა უნდა ვიცოდეთ იბერიას მეტოქე იაგელონიაზე?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ჩემპიონობა, ბეტისი, რეინჯერსი - რა უნდა ვიცოდეთ იბერიას მეტოქე იაგელონიაზე?

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ჩემპიონი, იბერია 1999, ევროპა ლიგის მთავარ ეტაპზე გასასვლელად, პოლონეთის გასული სეზონის მესამეადგილოსან იაგელონია ბიალისტოკს ხვდება.


წყვილში გამარჯვებული ევროპა ლიგის ლიგის ფაზის საგზურს მოიპოვებს, ხოლო დამარცხებული ასპარეზობას კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში გააგრძელებს.


უნდა ითქვას, რომ ევროპა ლიგის მთავარ ეტაპზე მოხვედრა ორივე გუნდისთვის ყველაზე დიდი ევროპული წარმატება იქნება.


იბერიელებს პოლონურ კლუბთან აქამდე არასდროს უთამაშიათ, ხოლო ქართული კლუბები ამ ქვეყნის წარმომადგენელს აქამდე 8-ჯერ შეხვედრიან.


ამ სტატიით, მინდა, საქართველოს ჩემპიონის მომავალ მეტოქეზე მეტი წარმოდგენა შევიქმნათ.


იაგელონია და მისი იდენტობა


იაგელონია ბიალისტოკი ბოლო ათწლეულში პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი საფეხბურთო კლუბია. ბიალისტოკი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და გუნდი საშინაო შეხვედრებს ამ ქალაქის სტადიონ ხორტენ არენაზე (22 400 მაყურებელი) ატარებს.


იბერიას მეტოქე 1920 წელს დაარსდა და მისი სახელწოდება მოდის პოლონეთის ისტორიასთან დაკავშირებული იაგელონთა დინასტიიდან, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი და უდიდესი სამეფო შტოა. კლუბის ტრადიციული ფერები ყვითელი და წითელია, ხოლო გულშემატკივრები თავიანთ საყვარელ გუნდს შემოკლებით იაგას (Jaga) მეტსახელით მოიხსენიებენ.



106-წლიანი ისტორია


იაგელონიას ისტორიის დიდი ნაწილი დაკავშირებულია უმაღლეს დივიზიონში ადგილის დამკვიდრებასთან - დაარსებიდან 2007 წლამდე 17 სეზონი გაატარა უმაღლესში, დანარჩენი წლები კი ქვედა ლიგებში დამოგზაურობდა (მეორე, მესამე და მეოთხე ლიგაშიც კი).


21-ე საუკუნის დასაწყისში გუნდმა შედეგების ეტაპობრივი გაუმჯობესება დაიწყო, რისი კულმინაციაც 2007 წელს, ექსტრაკლასაში აღზევება (მას შემდეგ აღარ გავარდნილან) და მომდევნო წლებში ევროტურნირებისთვის სტაბილურად ბრძოლა გახდა.


ისტორიაში საუკეთესო წლები ახლა აქვთ კლუბის ისტორიაში მთავარი სეზონი 2023-24 წლებისაა, როცა პოლონეთის ჩემპიონობა ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით ერთადერთხელ მოიპოვეს - იქამდე ორჯერ ვიცე-ჩემპიონები იყვნენ (2016-17 და 2017-18). ჩემპიონობა და ევროტურნირების ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან დაწყება დაეხმარათ, რომ კონკრეტული ევროტურნირის მთავარ ეტაპზე ისტორიაში პირველად გასულიყვნენ.



2024-25 წლების კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში მოხვდნენ, 1/4 ფინალამდეც მივიდნენ და იქ მომავალ ფინალისტ ესპანურ რეალ ბეტისთან დამარცხდნენ (1:1 და 0:2). იაგე ბეტისი გასულ, 2025-26 წლების სეზონშიც კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში ითამაშეს, მე-17 ადგილი დაიკავეს, პლეი-ინში კი იტალიურ ფიორენტინასთან დამატებით დროში გავარდნენ.


რაც შეეხება პოლონეთის ჩემპიონატს, მე-3 ადგილი დაიკავეს, რითაც ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვეს. ასპარეზობაში მე-3 რაუნდიდან ჩაერთნენ, შოტლანდიურ გლაზგო რეინჯერსს აჯობეს (2:1 და 1:1) და იბერიას მეტოქეები ასე გახდნენ.


კიდევ ერთხელ - იბერია 1999-ის მსგავსად, ევროპა ლიგის ლიგის ფაზაში მოხვედრა იაგელონიასთვისაც ისტორიაში მთავარი ევროპული წარმატება იქნება.


ვისზე დგას გუნდი ახლა


კლუბის ისტორიული განვითარების ტენდენციით, ცხადია, რომ იაგელონიას ბოლო ათწლეულია საუკეთესო ეპოქა აქვს, რასაც შედეგები ნათლად ადასტურებს - ბოლო 10 სეზონში ჩემპიონები გახდნენ, 2-ჯერ ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მოიპოვეს და 2-ჯერაც მე-3 ადგილზე გავიდნენ. ევროტურნირებზე კი ბოლო 2 სეზონია კონფერენს ლიგის მთავარი ეტაპის პლეი-ოფში გადიან.


კლუბს 2023 წლის აპრილიდან წვრთნის ადრიან შიემიენიეჩი, რომელიც პოსტზე დანიშვნისას 31 წლის იყო (ახლა 34-ისაა). იქამდე 1 წლის განმავლობაში იაგელონიას მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო, ასე რომ, კლუბის სტრუქტურა და შიდა დინებები კარგად იცის. ისტორიაში პირველი ჩემპიონობა, ქვეყნის სუპერ თასის მოგება და კონფერენს ლიგის 1/4 ფინალში გასვლა ის მიღწევებია, რომლებიც შიემიენიეჩს პოლონურ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და მზარდ მწვრთნელად აქცევს.



გასულ, 2025-26 წლების სეზონში გუნდის მთავარი გოლეადორი იყო კონგოელი ფორვარდი, აფიმიკო პულულუ (15 გოლი, 5 ასისტი), რომელიც ზაფხულში საუდის არაბეთში წავიდა. კვლავ გუნდშია 35 წლის ესპანელი, ხესუს იმასი - 13 გოლი, 6 ასისტი. მოედნის ცენტრში დიდი როლი აქვს კაპიტან ტარას რომანჩუკს, პორტუგალიელი ბერნარდუ ვიტალი დაცვის ლიდერია, ხოლო კარს პოლონურ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მეკარე, 22 წლის სლავომირ აბრამოვიჩი იცავს. სხვათა შორის, ამ ზაფხულს დაიმატეს სერჟიო კონსეისაუს ვაჟი, როდრიგო კონსეისაუ.


კავშირი ქართველებთან


ამ კლუბის რიგებში ორ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია. მარცხენა მცველმა, გიორგი ფოფხაძემ 2013-15 წლებში 37 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო შემტევმა ნახევარმცველმა, ნიკა ძალამიძემ 2012-15 წლებში კარიერის საუკეთესო სეზონები სწორედ იაგას მაისურით ითამაშა - 85 თამაშში 8 გოლი და 20 ასისტი მიითვალა.


იაგელონიას ქართული კლუბის წინააღმდეგაც უთამაშია - 2017-18 წლების სეზონის ევროპა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო რაუნდში, დინამო ბათუმს მოუგო (1:0 და 4:0).


ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში, იაგელონია ბიალისტოკი იბერია 1999-ს 20 აგვისტოს, 20:00 საათიდან უმასპინძლებს.


რამდენჯერ უთამაშიათ ქართულ კლუბებს პოლონურებთან და როგორია შედეგები?

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ევროპა ლიგა
იბერია 1999
კონფერენს ლიგა
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

4 სთ წინ

კახური დომინაცია - რა მდგომარეობაა ლიგა 2-ში 21 ტურის შემდეგ

News image

4 სთ წინ

რამდენჯერ უთამაშიათ ქართულ კლუბებს პოლონურებთან და როგორია შედეგები?

News image

1 სთ წინ

იაგელონია vs იბერია 1999 - მატჩზე გამოცდილი მსაჯი დაინიშნა

News image

44 წთ წინ

დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან ბრძოლის ჩანიშვნის შემდეგ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

კახური დომინაცია - რა მდგომარეობაა ლიგა 2-ში 21 ტურის შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კახური დომინაცია - რა მდგომარეობაა ლიგა 2-ში 21 ტურის შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რამდენჯერ უთამაშიათ ქართულ კლუბებს პოლონურებთან და როგორია შედეგები?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რამდენჯერ უთამაშიათ ქართულ კლუბებს პოლონურებთან და როგორია შედეგები?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იაგელონია vs იბერია 1999 - მატჩზე გამოცდილი მსაჯი დაინიშნა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იაგელონია vs იბერია 1999 - მატჩზე გამოცდილი მსაჯი დაინიშნა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან ბრძოლის ჩანიშვნის შემდეგ

•ქართული

ქართული

დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან ბრძოლის ჩანიშვნის შემდეგ
•ქართული

ქართული