უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში იბერია 1999 პოლონურ იაგელონიას დაუპირისპირდება.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი პირველ მატჩს გასვლაზე, პოლონეთის ქალაქ ბიალისტოკში, 20 აგვისტოს გამართავს. უეფას ოფიციალური გვერდის მიხედვით უკვე ცნობილია თუ ვინ განსჯის აღნიშნულ მატჩს.
შეხვედრის მთავარი მსაჯი ესპანელი რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა იქნება. მას ასისტენტობას თანამემამულე იკერ დე ფრანსისკო და ივან მასო გრანადო გაუწევენ.
მე-4 მსაჯი ალეხანდრო კინტერო გონსალესი იქნება, ვიდეო ასისტენტ რეფერი (VAR) - გილერმო კუადრა ფერნანდესი, VAR-ის ასისტენტი კი - ხავიერ იგლესიას ვილანუევა.
დე ბურგოსმა ამ სეზონში უკვე იმსაჯა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბეშიქთაშისა და მიდტიულანდის მატჩში, რომელიც თურქულმა გუნდმა 1-0 მოიგო, ესპანელმა კი 1 წითელი ბარათი გამოიყენა.
ასევე ბენგოეჩეამ ლა ლიგის პირველ ტურშიც იმუშავა და სევილიასა და რაიო ვალეკანოს (3-2) შეხვედრაში მოთამაშეებს 8 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენა, ასევე 2 პენალტი დანიშნა.
რიკარდო დე ბურგოსმა გასულ სეზონში ესპანელი თასის ფინალში იმსაჯა, სადაც ბარსელონამ რეალი 3-2 დაამარცხა.
ჩემპიონობა, ბეტისი, რეინჯერსი - რა უნდა ვიცოდეთ იბერიას მეტოქე იაგელონიაზე?