ევროპა ლიგის მთავარ ეტაპზე, ლიგის ფაზაში მოსახვედრად, იბერია 1999 პოლონურ იაგელონია ბიალისტოკს ხვდება.
ყველა ევროტურნირის გათვალისწინებით, ეს ქართულ-პოლონური კლუბების მე-9 დაპირისპირებაა, მათ შორის, ქართულ კლუბს ერთხელ უშუალოდ იაგელონიას წინააღმდეგაც უთამაშია.
1. უეფა-ს თასების მფლობელთა თასი 1981-82 - 1/4 ფინალური ეტაპი - ლეგია ვარშავა V დინამო თბილისი - 0:1 და 0:1;
2. ჩემპიონთა ლიგა 2004-05 - მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპი - ვიტ ჯორჯია V ვისლა კრაკოვი - 2:8 და 0:3;
3. უეფა-ს თასი 2004-05 - მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპი - თბილისი V ლეგია ვარშავა - 0:1 და 0:6;
4. უეფა-ს თასი 2004-05 - მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპი - ვისლა კრაკოვი V დინამო თბილისი - 4:3 და 1:2 (სტუმრად მეტი გატანილი გოლის წესით, ჯგუფურ ეტაპზე დინამო გავიდა);
5. უეფა-ს თასი 2007-08 - 1-ელი საკვალიფიკაციო ეტაპი - ბელხატოვი V ამერი თბილისი - 2:0 და 0:2 (პენალტებით 4:2);
6. ევროპა ლიგა 2009-10 - მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპი - ლეგია ვარშავა V ოლიმპი რუსთავი - 3:0 და 1:0;
7. ევროპა ლიგა 2017-18 - 1-ელი საკვალიფიკაციო ეტაპი - დინამო ბათუმი V იაგელონია ბიალისტოკი - 0:1 და 0:4;
8. კონფერენს ლიგა 2022-23 - მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპი - ლეხ პოზნანი V დინამო ბათუმი - 5:0 და 1:1.
რვა საპლეიოფო ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან 6-ჯერ პოლონელებმა გაიმარჯვეს, 2-ჯერ კი ქართველებმა - ორივე შემთხვევაში, ეს დინამო თბილისმა გააკეთა (1982-ში და 2004-ში).
როგორც ხედავთ, იბერია 1999 პოლონურ კლუბს, უეფა-ს ევროტურნირების ეგიდით, ისტორიაში პირველად ხვდება.
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში, იაგელონია ბიალისტოკისა და იბერია 1999-ის თამაში 20 აგვისტოს, 20:00 საათიდან დაიწყება.
ფოტო: იბერია 1999