ეროვნულ ლიგაში 21-ე ტურის მატჩები დასრულდა და ლიდერმა რუსთავმა უპირატესობა განიმტკიცა.
ტურის მთავარ მატჩში, რამაზ შენგელიას სტადიონზე, ტორპედო ქუთაისმა იბერია 1999-ს 4:3 მოუგო, ხოლო კიდევ ერთი დიდი აფიშა თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე იყო - რუსთავმა დინამო თბილისი 3:0 დაამარცხა.
გია ცეცაძის გუნდი თუ აქამდე პოტენციურად მეორე ადგილზე იყო, რადგან იბერიას თამაშით ნაკლები ჰქონდა, ახლა ერთპიროვნული ლიდერია და საკუთარ თავზეა დამოკიდებული.
1. რუსთავი (რუსთავი) - 38 ქულა;
2. დინამო (თბილისი) - 34 ქულა;
3. იბერია 1999 (თბილისი) - 34 ქულა;
4. დინამო (ბათუმი) - 31 ქულა;
5. ტორპედო (ქუთაისი) - 30 ქულა;
6. დილა (გორი) - 29 ქულა;
7. სამგურალი (წყალტუბო) -28 ქულა;
8. გაგრა (თბილისი) - 24 ქულა;
9. სპაერი (თბილისი) - 23 ქულა;
10. მეშახტე (ტყიბული) - 11 ქულა.
აღვნიშნოთ, რომ გადადებულია ერთი თამაში - დილა გორმა იბერია 1999-ს თენგიზ ბურჯანაძეზე უნდა უმასპინძლოს.
ბომბარდირთა დავაში სამგურალის ბრაზილიელ შემტევ ველისოლს წამოეწია დინამო ბათუმის გოლეადორი, დმიტრი მანდრიჩენკო - 9-9 გოლი აქვთ. ტორპედოელმა კომნენ ანდრიჩმა 8 გოლი შეაგდო, ხოლო რუსთაველმა ჟან სოუზამ - 7.
ფოტო: სკ რუსთავი