პარი სენ-ჟერმენის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო გზა ძალიან შთამბეჭდავი და ემოციურია.
ხვიჩა თბილისის დინამოში 11 წლის ასაკიდან მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად გუნდში მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა, კლუბის ძველ საარქივო ალბომებში შემონახულია მისი ბავშვობისდროინდელი ფოტო და ანკეტა, სადაც თითოეულ ახალგაზრდა ფეხბურთელს თავისი მიზანი და სურვილი უნდა ჩაეწერა.
მაშინ პატარა ხვიჩამ მთავარ მიზნად დაწერა: „მინდა, რომ ოჯახმა ჩემით იამაყოს“.

ეს გულწრფელი და თავმდაბალი სურვილი სოციალურ ქსელებზე ფანების განხილვის საგანი გახდა. გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ იშვიათია ახალგაზრდა ფეხბურთელებისგან მსგავსი ღრმა სულიერი ღირებულებების მოსმენა.
გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ კვარაცხელია სამაგალითოა არა მხოლოდ ქართველი ბავშვებისთვის, არამედ ზოგადად საფეხბურთო სამყაროსთვისაც.