• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
კვარა მორიგი ტიტულისთვის - პსჟ vs ლანსი [სავარაუდო შემადგენლობები]
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

კვარა მორიგი ტიტულისთვის - პსჟ vs ლანსი [სავარაუდო შემადგენლობები]

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენთან ერთად საფრანგეთის სუპერთასზე გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონ ლანსთან რთული დაპირისპირებისთვის ემზადება.


ლანსს ამ მატჩში საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება სურს და აპირებს აჩვენოს, რომ მომავალ სეზონში პარი სენ-ჟერმენთან კონკურენცია შეუძლიათ.


გასულ სეზონში ლუის ენრიკეს გუნდმა ლანსი ორივე შეხვედრაში 2:0 დაამარცხა, როგორც შინ, ისე სტუმრად.


მაისში, სტად ბოლარ-დელელისზე მოპოვებულმა გამარჯვებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პსჟ 2025/26 წლების სეზონის ლიგა 1-ის ჩემპიონი გახდა.


მიუხედავად ამისა, ლანსისთვისაც ბრწყინვალე სეზონი გამოვიდა, პიერ საჟის გუნდმა საფრანგეთის თასი მოიგო, ფინალში ნიცა 3:1 დაამარცხა.


მას შემდეგ საჟმა ლიგა 1-ის კლუბი დატოვა და ოლივერ გლასნერის გადადგომის შემდეგ კრისტალ პალასის მთავარი მწვრთნელი გახდა.


ორივე გუნდმა წინასასეზონო პერიოდი არასტაბილურად ჩაატარა. ლანსმა 4 ამხანაგური მატჩიდან 2 მოიგო, ხოლო პსჟ-მ სამ წინასასეზონო შეხვედრაში ერთადერთი გამარჯვება ოთხშაბათს, უეფას სუპერთასზე ასტონ ვილასთან მოიპოვა.


მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მწვრთნელები წინასასეზონო შედეგებით შეშფოთებულები იყვნენ, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის შემდეგ ზოგიერთი ფეხბურთელი ვარჯიშს მხოლოდ ახლა უბრუნდება.


სავარაუდოდ, ლუის ენრიკე შემადგენლობაში როტაციას მიმართავს და სეზონის დაწყებამდე რამდენიმე ფეხბურთელს სათამაშო დროს მისცემს.


არ იქნება გასაკვირი, თუ ნუნუ მენდეშის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ლუკა დინი მოხვდება, ხოლო კლუბის კაპიტან მარკინიოსს ილია ზაბარნი ჩაანაცვლებს.


საინტერესო იქნება, დაიწყებს თუ არა მატჩს ძირითადში მაგნეს აკლიუში, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებში დიდი სათამაშო დრო არ ჰქონია.


გარდა ამისა, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ფერან ტორესი ბარსელონადან პსჟ-ში ოფიციალურად გადავიდა და შესაძლოა, ლანსის წინააღმდეგ პარიზული კლუბის მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატაროს.


სავარაუდო შემადგენლობები


პსჟ - საფონოვი; ჰაკიმი, ბერალდო, ზაბარნი, დინი; ნევეში, ვიტინია, ზაირ-ემერი; დუე, დემბელე, კვარაცხელია.


ლანსი - რისერი; ანტონიო, განიუ, ნავროცკი; აბდულჰამიდი, ბულატოვიჩი, ჰაიდარა, აზარი; ტოვენი, ივანოვიჩი; ედუარი.


საფრანგეთის სუპერთასის მატჩი პარი სენ-ჟერმენსა და ლანსს შორის 22:45 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

პსჟ
ქართული ფეხბურთი
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ტორპედოსა და იბერიას უხვგოლიანი თრილერი ქუთაისში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ტორპედოსა და იბერიას უხვგოლიანი თრილერი ქუთაისში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტალანტი ბელგიიდან - ვინ არის პარი სენ-ჟერმენის ახალწვეული?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტალანტი ბელგიიდან - ვინ არის პარი სენ-ჟერმენის ახალწვეული?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა ფასი დაადო ვილიარეალმა გიორგი მიქაუტაძეს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა ფასი დაადო ვილიარეალმა გიორგი მიქაუტაძეს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-მ კვარაცხელიას ალტერნატივა დაიმატა - კლუბი შეუჩერებელია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-მ კვარაცხელიას ალტერნატივა დაიმატა - კლუბი შეუჩერებელია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

8 სთ წინ

VIDEO: ტორპედოსა და იბერიას უხვგოლიანი თრილერი ქუთაისში

News image

6 სთ წინ

ტალანტი ბელგიიდან - ვინ არის პარი სენ-ჟერმენის ახალწვეული?

News image

2 სთ წინ

რა ფასი დაადო ვილიარეალმა გიორგი მიქაუტაძეს?

News image

2 სთ წინ

პსჟ-მ კვარაცხელიას ალტერნატივა დაიმატა - კლუბი შეუჩერებელია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება