საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ქალაქ ოეირაშში წყალბურთის 20-წლამდელთა მე-2 დივიზიონის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა.
ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი 3 გამარჯვებითა და 2 მარცხით დაასრულა, შედეგად გადაინაცვლა მე-5 ადგილისთვის საბრძოლველ პლეი-ოფში და პირველ მეტოქედ ნეიტრალურ ათლეტთა ნაკრები ჰყავდა.
ქართველმა წყალბურთელებმა აღნიშნულ მოწინააღმდეგეს 10-ბურთიანი სხვაობით მოუგეს, რითაც მე-5 ადგილისთვის შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მიიღეს.
მე-2 დივიზიონის ევროპის ჩემპიონატის მე-5 ადგილისთვის მატჩში ჩვენებმა უკრაინის ნაკრებს სუპერ დაძაბულ თამაშში მინიმალური სხვაობით აჯობეს - 13:12.
შედეგად, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მე-2 დივიზიონის ევროპის ჩემპიონატის მე-5 ადგილი მოიპოვა.