პორტუგალიის ქალაქ ოეირაშში წყალბურთის 20-წლამდელთა მე-2 დივიზიონის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა პლეი-ოფის ეტაპზე პირველი მატჩი გამართა.
ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი 3 გამარჯვებითა და 2 მარცხით დაასრულა, შედეგად გადაინაცვლა მე-5 ადგილისთვის საბრძოლველ პლეი-ოფში და პირველ მეტოქედ ნეიტრალურ ათლეტთა ნაკრები ჰყავდა.
საქართველომ უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვა, თანდათან ანგარიში უფრო და უფრო სოლიდური გახადა და საბოლოოდ 10-ბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა - 17:7.
შედეგად, ქართველმა წყალბურთელებმა მე-5 ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვეს და უკრაინის ნაკრებს შეხვდებიან.