გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში მიმდინარე პარაძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა.
ჩვენს გუნდს ოქროს მედლები ლევან გუგავამ (J2 -81კგ. ), საბა ბაღდავაძემ (J1 -81 კგ.) და რევაზ ჩიკოიძემ (J2 +95კგ.) მოუტანეს.
გიორგი გამჯაშვილმა (J1 -70 კგ.) და ზვიად გოგოჭურმა (J2 +95 კგ.) ფინალური შეხვედრები დათმეს და ვერცხლის მედალს დაეუფლნენ, ხოლო ინა ქალდანმა (J2 +70 კგ.) და ზურაბ ზურაბიანმა (J2 - 70 კგ.) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.