საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონი გახდა. გათამაშებას გერმანიის ქალაქმა ჰაიდელბერგმა უმასპინძლა.
ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში, უსინათლოთა შორის (J1), საბა ბაღდავაძე, გიორგი გამჯაშვილი და გიორგი ბერიძე გამოდიოდნენ, ხოლო მცირემხედველთა შორის (J2) - ზვიად გოგოჭური, ლევან გუგავა და ზურაბ ზურაბიანი.
შეგახსენებთ, წარმატებული ევროპის ჩემპიონატი ჰქონდათ ჩვენებს ერთეულთა შორისაც და ჯამში 7 მედალი მოიპოვეს - 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.
ქართული დროშა უმაღლეს მწვერვალზე - ქართველებმა ევროპა დაიპყრეს!