VIDEO: ერედივიზიეს ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი ქართველია! - მან პსვ-სთანაც გაიბრწყინა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ირაკლი იეგოიანმა 2026-27 წლების სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ამჯერად საგოლე მოქმედება ნიდერლანდების მოქმედ ჩემპიონ პსვ-სთან შეასრულა.
ერედივიზიეს მე-2 ტურში, ექსელსიორის ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე პასი გააკეთა - 54-ე წუთზე, როცა მისი გუნდი 0:1-ს მარცხდებოდა. საბოლოოდ, შეხვედრა პსვ-მ 2:1 მოიგო.
იეგოიანმა პირველ ტურში კამბურთან გოლი და ასისტი მიითვალა და იგი ამ მომენტში, ერედივიზიეს მასშტაბით, ერთადერთი ფეხბურთელია, ვისაც 3 საგოლე მოქმედება აქვს - 1 გოლი, 2 ასისტი.
ქართველის ექსელსიორი სატურნირო ცხრილის შუაშია და მომდევნო ტურში ვიცე-ჩემპიონ ნაიმეგენის წინააღმდეგ სტუმრად სათამაშოდ მოემზადება - 22 აგვისტოს.