გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში მიმდინარე პარაძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა.
ჩვენს გუნდს 2 ევროპის ჩემპიონი ჰყავს - ლევან გუგავამ (J2 -81) და საბა ბაღდავაძემ (J1 -81) ყველა მეტოქე დაამარცხეს და ოქროს მედლები დაისაკუთრეს.
გიორგი გამჯაშვილმა (J1 -70) ფინალური შეხვედრა დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო ზურაბ ზურაბიანი (J2 -70 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.