პორტუგალიის ქალაქ ოეირაშში წყალბურთის 20-წლამდელთა მე-2 დივიზიონის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგო.
რუსეთთან მარცხის (11:21) შემდეგ, ჩვენმა გუნდმა პორტუგალია (20:11) და ფინეთი (14:7) დაამარცხა, დღეს კი ლიეტუვის ნაკრებს 10-ბურთიანი სხვაობით აჯობა - 16:6.
შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის საუკეთესო 4 გუნდში მოხვედრა და 1/4 ფინალის საგზური უკვე გაინაღდა.
ჩვენები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 14 აგვისტოს, პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია