პიოტრ იანთან ბრძოლის ოფიციალურად ჩანიშვნის შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა პირველი კომენტარი Adjarabet-ის გვერდის მეშვეობით გაავრცელა.
"როგორც იცით, ჩემი ბრძოლა ოფიციალურად დაინიშნა. უკვე გვაქვს თარიღიც და ადგილიც - 24 ოქტომბერი, აბუ დაბი. დარწმუნებული ვარ, ის გულშემატკივარი, ვისთვისაც აშშ-ში ჩამოსვლა რთული იყო, აბუ დაბიში ჩემს ბრძოლაზე დასწრებას უფრო მარტივად შეძლებს.
მზადება დაწყებული მაქვს და ჩემს სტილში, ძველებურ სტილში ვემზადები. თავს კარგად ვგრძნობ როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურად. ამ ბრძოლას ოპტიმალურ ფორმაში შევხვდები და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
მადლობა ყველას და შევხვდებით აბუ დაბიში. ყველაფერი მაგრად არის", - ამბობს დვალიშვილი.
The Machine-ისა და იანის სატიტულო ბრძოლა 24 ოქტომბერს, UFC 333-ის ეგიდით, აბუ დაბიში ჩატარდება. ქართველი თავისი წონის ქამრის დაბრუნებას თითქმის 1-წლიანი პაუზის შემდეგ შეეცდება.
VIDEO: დვალიშვილის რეაქცია მახაჩევის გუნდის მიერ რუსეთის დროშის აწევაზე