-
Aa
+
ფონტის ზომა
საღამოს მთავარი ბრძოლა საშუალო წონაში უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება იქნება, ჩრდილოეთ კალიფორნიის წარმომადგენელი ენტონი „ფლაფი“ ერნანდესი ბრაზილიელ მძიმედ დამრტყმელ გრეგორი „რობოკოპ“ როდრიგესს დაუპირისპირდება.
კვირას კალიფორნიის დედაქალაქში UFC-ის ღონისძიება 7 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად გაიმართება და მოსალოდნელია, რომ არენაზე შეკრებილ გულშემატკივრებს საინტერესო ბრძოლებით დატვირთული საღამო ელით.
მთავარი ბრძოლა: ენტონი ერნანდესი vs გრეგორი როდრიგესი
მთავარი ქარდის სხვა ბრძოლები:
სერგეი სპივაკი vs ვიტორ პეტრინო
რეინიე დე რიდერი vs რომან დოლიძე
მარკელ მედეროსი vs მეისონ ჯონსი
კარლი ჯუდისი vs ჟეისლა ჩავესი
კენედი ნზეჩუკვუ vs შამილ გაზიევი
წინასწარი ქარდის ბრძოლები:
უეს შულცი vs ჯექსონ მაკვეი
კრის პადილია vs ნასრატ ჰაკპარასტი
გეიჯ იანგი vs სტენ დორსენვილი
ჯამალ ემერსი vs ლერიან დუგლასი
შანელ დაიერი vs ელის რიდი
მარსიო ბარბოსა vs რაიან კიუსი
ენტონი უინტი vs ტერანს ჩეტმენი
რეინიე დე რიდერმა და რომან დოლიძემ საშუალო წონაში ასპარეზობის დასრულება და 205-ფუნტიან, ქვემძიმე წონით დივიზიონში დაბრუნება გადაწყვიტეს.
ახლა ისინი ერთმანეთს ძალიან საინტერესო ბრძოლაში შეხვდებიან, რომელმაც შესაძლოა ნათლად დაგვანახოს, რა ადგილი უკავია თითოეულ მათგანს ამ დივიზიონში.
RDR-მა გასულ წელს საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი დატვირთვა აიღო, ვანკუვერში 12 თვის განმავლობაში მე-5 ბრძოლა გამართა. შედეგად, ბრენდან ალენთან დაპირისპირებაში ჩვეულ დონეზე ვერ იასპარეზა და მე-4 რაუნდში დამარცხდა.
UFC 326-ზე კაიო ბორალიოსთან მარცხის შემდეგ ნიდერლანდელმა ვეტერანმა განაცხადა, რომ საშუალო წონაში ასპარეზობას აღარ აპირებდა. ახლა ის ქვემძიმე წონაში ბრუნდება, სადაც კარიერის განმავლობაში 8-1 შედეგი აქვს.
დოლიძემ UFC-ში გამოსვლა ქვემძიმე წონაში ზედიზედ ორი გამარჯვებით დაიწყო, რის შემდეგაც საშუალო წონაში გადავიდა და ამ დივიზიონში 6 წლის განმავლობაში 12 ბრძოლა ჩაატარა.
მისი ეს ეტაპი ენტონი ერნანდესთან და კრისტიან ლეროი დანკანთან ზედიზედ მარცხებით დასრულდა. ახლა ქართველი მებრძოლი კვლავ ქვემძიმე წონაში ბრუნდება და მიზნად დივიზიონში ხმაურიან დაბრუნებასა და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო დიდი ბრძოლების მიღებას ისახავს.
ორივე მებრძოლი ამ დაპირისპირებას ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ ხვდება. შესაბამისად, საკრამენტოს მხოლოდ ერთი მათგანი დატოვებს გამარჯვებული, ხოლო დამარცხებული 2026 წლის დასკვნით ნაწილს უკიდურესად რთულ მდგომარეობაში შეხვდება.
აღნიშნული ღონისძიების მთავარი ქარდი 23 აგვისტოს, 04:00 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები