შონ სტრიკლენდმა სოციალურ ქსელში მორიგი კრიტიკული განცხადება გააკეთა.
სტრიკლენდმა ამჯერად იმ მებრძოლებს მიმართა, რომლებიც მარცხის შემდეგ დარბაზიდან ქრებიან და დიდხანს ისვენებენ. საშუალო წონითი კატეგორიის ჩემპიონი თვლის, რომ პროფესიონალი სირთულეების მიუხედავად დარბაზში მალევე უნდა დაბრუნდეს.
სტრიკლენდმა სოციალურ ქსელში დაწერა:
UFC-ში მძიმე ბრძოლის შემდეგ მებრძოლების 2 ტიპი არსებობს. ან დარბაზში დამტვრეული, დეპრესიაში მყოფი შედიხარ და უბრალოდ აგრძელებ მუშაობას ან კი თვეებით ქრები, იმალები და ირჩევ მარტივ გზას... ამას ხშირად ვხედავ. მეორე კატეგორიას არასოდეს ვცემდი პატივს. საწყალი და სუსტი გონების ხალხია.
როდესაც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ჰკითხა, თუ რომელ კატეგორიას მიაკუთვნებდა საკუთარ თავს, სტრიკლენდმა უპასუხა:
მე არ შემიძლია დამსხვრევა. შეიძლება წავაგო, მაგრამ არასოდეს გავტყდები