დილონ დენისმა UFC 330-ზე ისლამ მახაჩევის მიერ იენ მაჩადო გარის დამარცხებისა და მისი სატიტულო სერიის გაგრძელების შემდეგ სოციალურ ქსელში ხმაურიანი განცხადება გააკეთა.
დენისმა UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს საჯაროდ მიმართა და მახაჩევთან ჩხუბი მოსთხოვა, რათა მისი დაუმარცხებელი სერია დაესრულებინა:
მომეცი საშუალება, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულო ეს ვირთხა. შურისძიება ცივად მირთმეული კერძია.
მახაჩევისა და დენისის დაპირისპირების ისტორია ჯერ კიდევ ხაბიბ ნურმაგომედევისა და კონორ მაკგრეგორის ლეგენდარული ბრძოლიდან (UFC 229) იწყება, სადაც ტურნირის შემდეგ ოქტაგონს გარეთ დიდი ჩხუბი მოხდა.
დენისი ამჯერად მახაჩევის გუნდთან ითხოვს შურისძიებას, თუმცა გულშემატკივრები მის ამ გამოწვევას სოციალურ ქსელებში ირონიულად და კრიტიკულად შეხვდნენ.