პენსილვანიაში გამართულ UFC 330-ის ღონისძიებაზე მაკენზი დერნმა 115 ფუნტის წონით კატეგორიაში საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.
ტიტულის პრეტენდენტთან, ჯილიან რობერტსონთან დაპირისპირებაში მან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ქამარი პირველად შეინარჩუნა.
დერნი ოქტაგონზე თავიდანვე დომინირებდა. პირველ რაუნდში მან მეტოქეზე აბსოლუტური უპირატესობა მოიპოვა და მახრჩობელა ილეთის შესრულებასთანაც ახლოს იყო, თუმცა რობერტსონმა თავის დაღწევა შეძლო. მომდევნო რაუნდებში უპირატესობას კვლავ ჩემპიონი ფლობდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რაუნდში რობერტსონმა თეიქდაუნი შეასრულა და ინიციატივის ხელში აღება სცადა.
საბოლოოდ, ხუთრაუნდიანი დაპირისპირების შემდეგ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (49-46, 49-46, 48-47) გამარჯვება მაკენზი დერნს დარჩა.