UFC 330-ის ღონისძიების მიმდინარეობისას გავრცელებულმა კადრებმა, სადაც ჩანს, თუ როგორ ირგებს ხაბიბ ნურმაგომედოვი საბრძოლო ხელთათმანებს, გულშემატკივრებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ლეგენდარულმა ჩემპიონმა კარიერა 2020 წლის ოქტომბერში, მამის გარდაცვალების შემდეგ დაასრულა. მას შემდეგ ხაბიბმა დაბრუნებაზე არაერთი სარფიანი შეთავაზება იუარა, მათ შორის ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლისთვის შეთავაზებული კოლოსალური თანხაც.
ყოფილი მებრძოლი ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია და ისეთ ვარსკვლავებს ავარჯიშებს, როგორებიც ისლამ მახაჩევი, უსმან ნურმაგომედოვი და უმარ ნურმაგომედოვი არიან. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოქტაგონზე დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრების მოლოდინები გააქარწყლა.
არ მგონია, რომ ეს ოდესმე მოხდეს... როცა ის წასვლას აპირებდა, ყველაფერი გავაკეთე მის შესაჩერებლად. არა მგონია, ახლა მისი დაბრუნება შეძლოთ, თანაც ის ალბათ 225 ფუნტს იწონის! მას კარგი ცხოვრება აქვს და ვფიქრობ, საბრძოლველად აღარ ემზადება