UFC 330-ის მთავარი ბრძოლის შემდეგ დანა უაითმა იან გარი გააკრიტიკა.
„ვფიქრობდი, რომ დღევანდელი საღამო შესაძლოა სიურპრიზის სცენა გამხდარიყო. სასწორზე ძალიან ბევრი რამ იდო, ისლამის ყველა რეკორდისა და იმის გათვალისწინებით, რომ ის ანდერსონ სილვას რეკორდის მოხსნასთან ძალიან ახლოს იყო, დღეს სიურპრიზი ნამდვილად შეიძლებოდა მომხდარიყო.
წონითი კატეგორიები ტყუილად არ არსებობს. იან გარი მებრძოლია, რომელსაც დიდი გაბარიტები და ხელების სიგრძე აქვს, დისტანციაზე კარგად მუშაობს, ძლიერია და თეიქდაუნებისგან შესანიშნავად იცავს თავს. თუ დავაკვირდებით, როგორ იცავდა ის დღეს ისლამის თეიქდაუნებს, ეს მართლაც შთამბეჭდავი იყო.
ვფიქრობ, იანი ძალიან ნიჭიერი მებრძოლია. მე-5 რაუნდში მას მკვლელის ინსტინქტი ოდნავ მაინც რომ ჰქონოდა... ისლამს კორპუსში დარტყმებს კარგად ახვედრებდა, ისლამის მთელი მარჯვენა მხარე ნაცემი ჰქონდა, სახეც დაზიანებული იყო.
ასეთ სიტუაციაში ოქტაგონზე ჩახუტებისთვის და ხელის ჩამოსართმევად არ უნდა გახვიდე. ეს სისულელე ჭკუიდან მშლის!
როცა სასწორზე ამდენი რამ დევს და ბრძოლის დროს ამდენი ფსიქოლოგიური თამაში მიმდინარეობს, მე-5 რაუნდში მფრინავი მუხლით ან რაიმე სხვა სიგიჟით უნდა გახვიდე და ბრძოლის დასრულება სცადო.
ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი იმ ბრძოლათაგანია, რომელსაც იანი მომავალში გაიხსენებს და იტყვის: „ჯანდაბა, ნეტავ თავიდან შემეძლოს ამ ბრძოლის ჩატარება.“
ბოლო რაუნდში მთელი ძალებით გამარჯვება რომ ეცადა და მეტოქის განადგურებაზე წასულიყო, სრულიად განსხვავებულ ბრძოლას ვიხილავდით.
მაგრამ შემდეგ მან ისლამს შანსი მისცა, ისლამიც აფეთქდა და ზურგზე მოექცა. როგორც კი ზურგი აიღო და ფეხებით პოზიცია ჩაკეტა, ყველაფერი დასრულებული იყო, აშკარა იყო, რომ რაუნდის დასრულებამდე ამ პოზიციას აღარ დათმობდა.“ - განაცხადა UFC-ის პრეზიდენტმა.
მახაჩევმა გარის მოუგო - რა ისტორიული რეკორდი მოხსნა ისლამმა?