იბერია 1999 ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში პოლონურ იაგელონიას ხვდება.
სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ქართული კლუბის შემადგენლობის ჯამური ღირებულება 5.9 მლნ ევროს შეადგენს, ხოლო პოლონურის - 29.3 მლნ ევროს.
გადავხედოთ გუნდებში მოთამაშე 5-5 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს, Transfermarkt-ის ფასებით.
5. სებასტიან ფიგეირედო (400 000 ევრო) V უსმან სოუ (2.2 მლნ ევრო)
4. გიორგი ჯინჯოლავა (400 000 ევრო) V ბერნარდუ ვიტალი (3 მლნ ევრო)
3. ელდარ კულიევი (450 000 ევრო) V ნორბერტ ვოიტუშეკი (3 მლნ ევრო)
2. ალექსანდრე ამისულაშვილი (500 000 ევრო) V ჟერემი აგბონიფო (4 მლნ ევრო)
1. ანდრია ბართიშვილი (1.5 მლნ ევრო) V სლავომირ აბრამოვიჩი (5 მლნ ევრო)
იაგელონიას ჯამში 9 ფეხბურთელი ჰყავს ისეთი, რომელიც მინიმუმ 1 მლნ ევროდ ფასდება, იბერიელთა მხარეს კი ასეთი ერთადერთია - 17 წლის ანდრია ბართიშვილი.
ბიალისტოკურმა კლუბმა ისტორიაში ორი ყველაზე ძვირი გასხვისება წელს გააკეთა - იანვარში ოსკარ პიეტუშჩევსკი პორტუში 8 მლნ ევროდ გაყიდა, ხოლო ივლისში ბარტოშ მაჟურეკი ზალცბურგში 6 მლნ ევროდ.
იბერიას ისტორიაში რეკორდული გასხვისება 1 მლნ ევროს ღირებულებისაა - გიორგი გოჩოლეიშვილი შახტარ დონეცკში. ოთო მამაგეიშვილის ტრანსფერში ფამალიკაუსგან 800 000 ევრო აიღეს, ხოლო იური ტაბატაძეში - კადისმა და გიორგი ტაბატაძეში ვეილემ 500-500 ათასი ევრო გადაიხადეს.
ჩემპიონობა, ბეტისი, რეინჯერსი - რა უნდა ვიცოდეთ იბერიას მეტოქე იაგელონიაზე?
რამდენი სარეიტინგო ქულა დააგროვა საქართველომ ევროტურნირებზე?