საქართველოს ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი, იბერია 1999, ევროპა ლიგის მთავარ ეტაპზე მოსახვედრად, პოლონეთის 2024 წლის ჩემპიონ იაგელონია ბიალისტოკს ხვდება.
იბერიელები პოლონეთში ჩარტერული რეისით გუშინ, 18 აგვისტოს გაემგზავრნენ და მატჩისწინა დასკვნით მოსამზადებელ პროცესს ადგილზე გაივლიან.
20 აგვისტოს, ჩვენი დროით 20:00 საათიდან (ადგილობრივი დროით 18:00) დასაწყებ მატჩს, ლარნისთან ორივე თამაშის მსგავსად, Silk უნივერსალი-ს პირდაპირ ეთერში ვნახავთ.
იაგელონია იბერიელებს ქალაქ ბიალისტოკში მდებარე მათ სტადიონ ხორტენ არენაზე (22 400 მაყურებელი) უმასპინძლებს. სტატიის დაწერის მომენტში, 19 აგვისტოს 16:30-სთვის, 9 000-მდე ბილეთია გაყიდული.
მსაჯი 40 წლის ესპანელი, რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეაა, რომელიც 2018 წლიდან ფიფა-ს კატეგორიის რეფერია, ამჟამად კი უეფა-ს პირველი კატეგორიის სტატუსი აქვს, რაც რანგით მე-2 სტატუსია და წინ მხოლოდ ელიტარული კატეგორიაა.
იბერია V იაგელონია - რა სხვაობაა და როგორია ფეხბურთელთა ფასები?
პოლონურმა გამოცემამ იბერიას ლიდერები დაასახელა - ვინ გამოარჩიეს?