VIDEO: ქართული შოუ ყირგიზეთში - ტოქთოგულმა ჩვენების ბენეფისით მოიგო
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ყირგიზეთის პრემიერ ლიგის მე-19 ტურში, ქართველების ტოქთოგულმა აზიაგოლს 3:2 მოუგო - სამივე გოლში ჩვენი თანამემამულის მთავარი როლია.
ანგარიში ლევან ელოშვილმა თავური დარტყმით გახსნა, რასაც რამდენიმე წუთში მეორე გოლი მოჰყვა - პაპუნა ფონიავას გადაცემის შემდეგ, მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
აზიაგოლმა 0:2-დან გათანაბრება შეძლო და ტოქთოგულს გამარჯვება ელოშვილმა მოუტანა და ისევ თავური დარტყმით გაიტანა.
შედეგად, საბა კვერკველიას, პაპუნა ფონიავასა და ლევან ელოშვილის გუნდმა ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო, 23 ქულა მოაგროვა და ცხრილის მე-11 ადგილზე აინაცვლა - მე-7 ადგილოსანთან სხვაობა 2 ქულაღაა.
ტოქთოგულის რიგებში კვერკველია იანვრიდან მოყოლებული გამოდის, ხოლო ფონიავა და ელოშვილი გუნდს ივლისში შეუერთდნენ.