ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, იაგელონიასთან პირველი მატჩის წინ, იბერია 1999-ის ნახევარმცველმა, ნიკოლოზ დადიანმა შეფასებები გააკეთა.
"იაგელონია ძალიან ძლიერი გუნდია - ბევრად ძლიერი, ვიდრე ლარნე. სახლში თამაშობენ, ძალიან კარგი ფანები ჰყავთ და სტადიონზე მაგარი ატმოსფერო იქნება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან რთული თამაში გველოდება.
მეორე მხრივ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძლიერია მეტოქე, ჩვენ ჩვენი პლუსები და სათამაშო სტილი გვაქვს - ბურთის გაკონტროლებასა და მაღალი პრესინგის თამაშს ვაპირებთ, რაც იმედია, გამოგვივა.
სტრესი მოხსნილი გვაქვს, რადგან კონფერენს ლიგაზე თამაში უკვე განაღდებული გვაქვს და, ვფიქრობ, ეს უფრო თავისუფლად თამაშში დაგვეხმარება", - დადიანის კომენტარს იბერიას სოციალური მედია ავრცელებს.
იაგელონიასა და იბერია 1999-ის მატჩი ჩვენი დროით 20:00 საათიდან იწყება (ადგილობრივი დროით 18:00) და მის პირდაპირ რეპორტაჟს Silk უნივერსალი-ზე ვნახავთ.
დემჩენკომ ილაპარაკა, რა მდგომარეობაა გუნდში იაგელონიასთან ისტორიულ მატჩამდე