• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
დემჩენკომ ილაპარაკა, რა მდგომარეობაა გუნდში იაგელონიასთან ისტორიულ მატჩამდე
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

დემჩენკომ ილაპარაკა, რა მდგომარეობაა გუნდში იაგელონიასთან ისტორიულ მატჩამდე

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, იაგელონიასთან პირველი მატჩის წინ, იბერია 1999-ის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრი დემჩენკომ შეფასებები გააკეთა.


"ძალიან ძლიერ მეტოქესთან მოგვიწევს თამაში, ამიტომ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება. 


ყოველდღე ვხედავ, როგორ შრომობს, უმატებს და ემზადება ჩემი გუნდი. ამიტომ, არანაირი ნერვიულობა და აღელვება არ გვაქვს. ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. არაფრის გვეშინია.


ბიჭები ძალიან სერიოზულად არიან განწყობილი, დასაკარგი არაფერი გვაქვს და შეგვიძლია, კიდევ უფრო გავძლიერდეთ და ისტორია კიდევ ერთხელ გადავწეროთ, კიდევ უფრო ღრმა კვალი დავტოვოთ.


სტრესი აღარ არის, რადგან ჩვენი პროგრამა მინიმუმი უკვე შევასრულეთ, ახლა კი მაქსიმალური ამოცანის შესრულებაზე ვიზრუნებთ. ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ 22 წლის შემდეგ ევროტურნირის მთავარ ეტაპზე გასვლა შეგვეძლო და ეს უკვე მიღწეულია.


ქუთაისში წაგებულმა თამაშმაც კი გარკვეული თავდაჯერება შეგვმატა და საკუთარ ძალებში დაგვარწმუნა. ბიჭები ძალებითა და შესაძლებლობებით სავსე არიან, ძალიან უნდათ ღირსეული ბრძოლა გამართონ. 


ბოლო მატჩი 15 რიცხვში ჩავატარეთ, ახლა 20-ში ვთამაშობთ - 5 დღე დასასვენებლად საკმარისი დროა, ევროპაში გაცილებით უფრო მჭიდრო გრაფიკით თამაშობენ. 5 დღე სრულიად საკმარისია, გუნდმა აღდგენა გააკეთა და ხვალ ბრძოლის გასამართად მზადაა", - დემჩენკოს კომენტარს იბერიას სოციალური მედია ავრცელებს.


იაგელონიასა და იბერია 1999-ის მატჩი ჩვენი დროით 20:00 საათიდან იწყება (ადგილობრივი დროით 18:00) და მის პირდაპირ რეპორტაჟს Silk უნივერსალი-ზე ვნახავთ.


მატჩისდღე - ყველაფერი, რაც იბერიას თამაშის დაწყებამდე უნდა ვიცოდეთ

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

დემჩენკო
ევროპა ლიგა
იბერია 1999
კონფერენს ლიგა
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

იბერია V იაგელონია - რა სხვაობაა და როგორია ფეხბურთელთა ფასები?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია V იაგელონია - რა სხვაობაა და როგორია ფეხბურთელთა ფასები?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რომელ არხზე ვნახავთ იბერიას თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რომელ არხზე ვნახავთ იბერიას თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მატჩისდღე - ყველაფერი, რაც იბერიას თამაშის დაწყებამდე უნდა ვიცოდეთ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მატჩისდღე - ყველაფერი, რაც იბერიას თამაშის დაწყებამდე უნდა ვიცოდეთ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ჩვენი პლუსები და სტილი გვაქვს" - დადიანის მატჩისწინა კომენტარი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ჩვენი პლუსები და სტილი გვაქვს" - დადიანის მატჩისწინა კომენტარი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

9 სთ წინ

იბერია V იაგელონია - რა სხვაობაა და როგორია ფეხბურთელთა ფასები?

News image

9 სთ წინ

რომელ არხზე ვნახავთ იბერიას თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს?

News image

2 სთ წინ

მატჩისდღე - ყველაფერი, რაც იბერიას თამაშის დაწყებამდე უნდა ვიცოდეთ

News image

1 სთ წინ

"ჩვენი პლუსები და სტილი გვაქვს" - დადიანის მატჩისწინა კომენტარი

კომენტარები

ლინკის დაკოპირება