სლოვაკეთში მიმდინარე European Aquatics Masters Championships 2026-ზე, ირაკლი რევიშვილი ტრიუმფალურად გამოვიდა და პოდიუმზე საქართველოს დროშა ააფრიალა.
800 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, რევიშვილმა დისტანცია 8:32.41 წუთში დაფარა და არა მხოლოდ ჩემპიონი გახდა, არამედ ტურნირის ისტორიაში ახალი რეკორდიც დაამყარა.
ირაკლი რევიშვილი 35-39 წლის ასაკის კატეგორიაში ასპარეზობდა. ჩვენს გუნდს ამავე ასაკობრივში ალექსანდრე მოსეშვილი და ივანე ლექვითაძე წარმოადგენენ, 45-49 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ზურაბ კობახიძე, ხოლო 50-54 წლისაში - ია ცაგარელი, შოთა დავითაია და გიორგი ბერძენიშვილი.
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია