ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, იაგელონიასთან პირველ თამაშს იბერია ასეთი შემადგენლობით იწყებს.
იბერია (4-3-2-1): მაკარიძე - ქობულაძე, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა - ქარდავა, ალჰასანი, დადიანი - ენდე, ნაჭყებია - სიხარულაშვილი.
ლარნისთან ბოლო მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში 2 ცვლილებაა - კუციასა და ბედოშვილის ნაცვლად, პირველი წუთებიდან ალჰასანი და ენდე ითამაშებენ.
29 წლის იბრაჰიმ ალჰასანიც და 20 წლის სტივენ ენდეც ნიგერიელები არიან და თბილისურმა კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დაიმატა.
იაგელონიასა და იბერია 1999-ის მატჩი ჩვენი დროით 20:00 საათიდან იწყება (ადგილობრივი დროით 18:00) და მის პირდაპირ რეპორტაჟს Silk უნივერსალი-ზე ვნახავთ.
მატჩისდღე - ყველაფერი, რაც იბერიას თამაშის დაწყებამდე უნდა ვიცოდეთ