მერაბ დვალიშვილი ოჰაიოშია და ჰენრი სეხუდოსთან დაპირისპირებისთვის ემზადება. ქართველმა მებრძოლმა თავის უახლოეს მიზნებზე ისაუბრა.
,,გამარჯობა, მეგობრებო. ჩამოვედი ოჰაიოში, სადაც გაიმართება RAF-ის შეჯიბრება ჭიდაობაში.
ისევ ჰენრი სეხუდოს დავუპირისპირდები. ამჯერად მან გამომიწვია ამ ჭიდაობის რემატჩში. დარწმუნებული ვარ, მიმზადებს ისეთ ჭიდაობასა და ისეთ ტექნიკას, რომლითაც უნდა, რომ დამამარცხოს.
ეს ჭიდაობა იქნება RAF-ის ქამარზე და მე, როგორც ყოველთვის, ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, მაქსიმალურად დავიხარჯები, მაგრამ ჩემთვის მთავარი არის UFC-ის ბრძოლა, რომელიც 24 ოქტომბერს გაიმართება პიოტრ იანის წინააღმდეგ აბუ დაბიში.
მაგისთვის ვემზადები და მაგაზეა ჩემი კონცენტრაცია, ეს ჭიდაობა ჩემთვის გართობაა. მადლობა კიდევ ერთხელ გულშემატკივრობისთვის." - ამბობს დვალიშვილი.
დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან ბრძოლის ჩანიშვნის შემდეგ