• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
დოლიძე ზედა წონაში გადასვლით ჯანმრთელობას პრიორიტეტად აქცევს
ქართულიქართული
UFCUFC

დოლიძე ზედა წონაში გადასვლით ჯანმრთელობას პრიორიტეტად აქცევს

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

რომან დოლიძემ UFC-ში კარიერის დიდი ნაწილი საშუალო და ქვემძიმე წონით კატეგორიებს შორის მონაცვლეობაში გაატარა, თუმცა ამჯერად 205 ფუნტში დაბრუნება მისთვის მხოლოდ ახალი წონითი კატეგორიის მოძებნას არ უკავშირდება.


კვირას UFC Sacramento-ზე რეინიერ დე რიდერთან დაპირისპირების წინ დოლიძე მიიჩნევს, რომ 185 ფუნტამდე წონის დაკლებაზე უარის თქმა მის ჯანმრთელობას წაადგება, კარიერის გახანგრძლივებაში დაეხმარება და ოქტაგონზე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის ჩვენების საშუალებას მისცემს.


გადაწყვეტილება იმის მიხედვით მივიღე, თუ როგორ გრძნობდა თავს ჩემი სხეული. მენტალურად ყოველთვის მზად ვარ წონის დასაკლებად, ვერაფერი შემაჩერებს.


ვფიქრობ, ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური ბრძოლაა. თუმცა არ მომწონდა, როგორ ვიბრუნებდი დაკლებულ წონას და შემდეგ ბრძოლის დროს როგორ ვგრძნობდი თავს“, - უთხრა დოლიძემ ჟურნალისტებს.


„ამიტომაც გადავწყვიტე ასე. კარიერის გასახანგრძლივებლად ვფიქრობ, რომ უფრო მაღალ წონით კატეგორიაში გადასვლა ბევრად უკეთესია.


UFC-ში 205 ფუნტში დავიწყე. ორი ბრძოლა ჩავატარე, შემდეგ 185 ფუნტში გადავედი, მერე კი ენტონი სმიტთან ისევ 205-ში ვიბრძოლე. ვფიქრობ, ჯანმრთელობისთვის 205 ფუნტში ბრძოლა ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.


დოლიძეს როგორც საშუალო, ისე ქვემძიმე წონით კატეგორიაში ასპარეზობის გამოცდილება აქვს, თუმცა მისი აზრით, წონითი კატეგორიის შეცვლა არ ცვლის იმას, თუ ვინ არის ის ოქტაგონზე. 185 ფუნტში იბრძოლებს თუ 205-ში, დოლიძეს ყოველთვის ერთი და იგივე მენტალიტეტი აქვს.


არანაირი განსხვავება არ არის. მე ის ვარ, ვინც ვარ და ყოველთვის მებრძოლი ვარ. მნიშვნელობა არ აქვს, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში ან როგორ ვითარდება მოვლენები.


მე ცხოვრებისთვის ვიბრძვი და არა უბრალოდ ბრძოლისთვის“, - თქვა მან.


მრავალწლიანი საწვრთნელი ბანაკებისა და ბრძოლების შემდეგ პროფესიონალ მებრძოლებში ემოციური და ფიზიკური გადაღლა რეალურ პრობლემად შეიძლება იქცეს, თუმცა დოლიძემ MMA-მდე საკმაოდ უჩვეულო გზა გაიარა.


მან შერეულ ორთაბრძოლებში კარიერა გვიან დაიწყო და სამოყვარულო ეტაპი საერთოდ გამოტოვა. ქართველი იმედოვნებს, რომ როდესაც მისი სხეული და გონება მიანიშნებს, რომ გაჩერების დრო მოვიდა, ამ სიგნალს მოუსმენს.


სამოყვარულო კარიერა არასდროს მქონია. პირდაპირ პროფესიონალებში გადავედი. ჩემი პირველი ბრძოლაც პროფესიონალური იყო. ცხოვრებაში პირველად ხელთათმანები, ალბათ, 27 წლის ასაკში ჩავიცვი.


28 წლის ვიყავი, როდესაც პირველი პროფესიონალური MMA ბრძოლა ჩავატარე. ორ წელიწადში მხოლოდ ექვსი ბრძოლა მქონდა და UFC-სთან კონტრაქტი გავაფორმე“, - განაცხადა 38 წლის დოლიძემ.


ეს არის მთელი ჩემი კარიერა. იმედი მაქვს, საკმარისი ნებისყოფა მექნება, რომ როდესაც დრო მოვა, საკუთარ თავს ვუთხრა: „რომან, გაჩერდი“.


ახლა ჩემს თავში გაჩერებაზე საერთოდ არ ვფიქრობ, მაგრამ იმედი მაქვს, სწორ დროს მივხვდები“.


რაც შეეხება UFC Sacramento-ს შემდეგ შესაძლო მეტოქეებს, დოლიძე კონკრეტულ სახელებზე დიდად არ ფიქრობს. წლების განმავლობაში უმაღლესი დონის მებრძოლებთან დაპირისპირების შემდეგ მას მიაჩნია, რომ ვინც არ უნდა იყოს შემდეგი, ის უბრალოდ კიდევ ერთი მეტოქე იქნება მის გზაზე.


ყველა მათგანი მეტოქეა, ჩემი შესაძლო მომავალი მეტოქეები. საერთოდ არ მაინტერესებს, რა ჰქვიათ. ყველა ეს ბიჭი ჩემი მეტოქეა.


უკვე დაახლოებით 4 წელია, მხოლოდ ტოპ მებრძოლებს ვხვდები, მხოლოდ უმაღლესი დონის მეტოქეებს“, - თქვა მან.


რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება შემდეგი?


რომან დოლიძისა და რეინიერ დე რიდერის ბრძოლა 23 აგვისტოს, UFC Fight Night-ის მთავარ ქარდზე გაიმართება, რომელიც 04:00 საათზე დაიწყება.


რომან დოლიძე: „რეინიერ დე რიდერზე ბევრად ძლიერი ვარ“

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

MMA
რომან დოლიძე

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რომან დოლიძე: „რეინიერ დე რიდერზე ბევრად ძლიერი ვარ“

•ქართული

ქართული

რომან დოლიძე: „რეინიერ დე რიდერზე ბევრად ძლიერი ვარ“
•ქართული

ქართული

რატომ შეჩერდა შოუ, რომლითაც დვალიშვილი აღმოაჩინეს??

•UFC

UFC

რატომ შეჩერდა შოუ, რომლითაც დვალიშვილი აღმოაჩინეს??
•UFC

UFC

UFC-ის ლეგენდის პოზიცია - მახაჩევი თუ თოფურია?

•ქართული

ქართული

UFC-ის ლეგენდის პოზიცია - მახაჩევი თუ თოფურია?
•ქართული

ქართული

ცარუკიანი ილიას თავს არ ანებებს - ვის უნდა ეჩხუბოს თოფურია?

•UFC

UFC

ცარუკიანი ილიას თავს არ ანებებს - ვის უნდა ეჩხუბოს თოფურია?
•UFC

UFC

News image

24 სთ წინ

რომან დოლიძე: „რეინიერ დე რიდერზე ბევრად ძლიერი ვარ“

News image

21 სთ წინ

რატომ შეჩერდა შოუ, რომლითაც დვალიშვილი აღმოაჩინეს??

News image

21 სთ წინ

UFC-ის ლეგენდის პოზიცია - მახაჩევი თუ თოფურია?

News image

17 სთ წინ

ცარუკიანი ილიას თავს არ ანებებს - ვის უნდა ეჩხუბოს თოფურია?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება