ისლამ მახაჩევის ადგილმა MMA-ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლების სიაში ცხარე დებატები გამოიწვია.
UFC 330-ზე იენ მაჩადო გარის დამარცხებით 34 წლის რუსმა მებრძოლმა ანდერსონ სილვას რეკორდი მოხსნა და ზედიზედ მოგებული ბრძოლების ისტორიული მაჩვენებელი დაამყარა.
მიუხედავად ამ შესანიშნავი მიღწევებისა, UFC-ის ლეგენდამ, ჩეილ სონენმა მახაჩევის სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. თავის ვიდეობლოგში სონენმა იგი ილია თოფურიას შეადარა და აღნიშნა, რომ მათ კარიერებში წაგებებისა და დროზე ადრე ჩხუბის დასრულებების რაოდენობა თანაბარია (თითო-თითო).
სონენის თქმით, გაუგებარია, რატომ აყენებენ მახაჩევზს თოფურიაზე წინ იმის გამო, რომ ილია ახლო წარსულში დამარცხდა, მით უმეტეს, რომ მახაჩევმა თოფურიასთან ჩხუბზე უარი თავად თქვა.