ჯასტინ გეიჯისთან მარცხისა და საჩემპიონო ქამრის დაკარგვის შემდეგ, ილია თოფურია დაუყოვნებლივ რემატჩს ითხოვს, თუმცა ამერიკელმა ჩემპიონმა ეს ვარიანტი გამორიცხა.
სანამ ილია ტიტულის დაბრუნების გზებს ეძებს, მსუბუქი წონის კიდევ ერთმა კონტენდერმა, არმან ცარუკიანმა, მას ელიტაში ნაადრევად დაბრუნებისგან თავის შეკავება ურჩია. ცარუკიანის აზრით, თოფურიას ახლა ძალების აღდგენა სჭირდება და იდეალურ მეტოქედ 40 წლის ვეტერანს, მაიკლ ჩენდლერს ასახელებს:
ბოლო მარცხის შემდეგ მას მარტივი ბრძოლა სჭირდება. ჩემი აზრით, ჯერ მაიკლ ჩენდლერს უნდა ეჩხუბოს, ამის შემდეგ კი კვლავ ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
თოფურიასთვის ჩენდლერის შეთავაზება ბევრისთვის მოულოდნელია, რადგან ვეტერან ამერიკელს ბოლო ოთხი ბრძოლა წაგებული აქვს და კარიერის დასასრულს უახლოვდება.
რაც შეეხება სხვა ალტერნატივებს, კულუარებში საუბრობენ უსმან ნურმაგომედოვზე (თუ ის UFC-სთან კონტრაქტს გააფორმებს) და დემეტრიუს ჯონსონის მიერ შეთავაზებულ ისლამ მახაჩევის თანაგუნდელზე, ჩანკოზე.