• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
სეხუდო: „RAF-ზე მერაბ დვალიშვილთან მარცხმა ძალიან დამამდაბლა“
ქართულიქართული
სხვა სპორტისხვა სპორტი
UFCUFC

სეხუდო: „RAF-ზე მერაბ დვალიშვილთან მარცხმა ძალიან დამამდაბლა“

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჰენრი სეხუდო არ ელოდა, რომ ასე მალე კვლავ საჭიდაო ხალიჩაზე დაბრუნდებოდა.


ოლიმპიური ჩემპიონი და UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი 11 ივლისს RAF Georgia-ზე მერაბ დვალიშვილს დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.


ახლა სეხუდო ქართველ მებრძოლთან რევანშისთვის ემზადება, ისინი RAF 12-ის მთავარ შეხვედრაში შეხვდებიან, რომელიც კვირას, კლივლენდში, Rocket Arena-ზე გაიმართება.


ღონისძიების ქარდი შთამბეჭდავია, თუმცა სეხუდოს თქმით, ჭიდაობის ორგანიზაცია მას დვალიშვილთან რევანშის გამართვის თაობაზე დაუკავშირდა, რათა ღონისძიება კიდევ უფრო მაღალ დონეზე აეყვანათ.


თავდაპირველად სეხუდო ფიქრობდა, რომ მერაბისთვის UFC 333-ზე პიოტრ იანთან საჩემპიონო რევანშისთვის მომზადების საშუალება უნდა მიეცა, თუმცა საბოლოოდ მათი საჭიდაო რევანში მაინც დაიგეგმა.


დვალიშვილთან მარცხი სეხუდოს რამდენიმე მიზეზის გამო მძიმედ შეხვდა. მათ შორის იყო ის, რომ საკუთარი აზრით, ამერიკა სათანადოდ ვერ წარმოადგინა და ასევე წააგო შეხვედრა, რომლის მოგებაც, მისი აზრით, უნდა შეძლებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 8:0 დაწინაურდა.


„დიახ, ცოტ-ცოტა უველაფერია“, - განუცხადა სეხუდომ MMA Junkie Radio-ს.


რა თქმა უნდა, მტკივნეულია. რა თქმა უნდა. ვფიქრობ, რამდენიმე ფაქტორი ერთადაა, მაგრამ ამავდროულად შევძელი ამის გაშვება, გადატანა და მზად ვარ, ისევ გავიდე და იგივე კიდევ ერთხელ გავაკეთო.


გესმით, რას ვგულისხმობ? უბრალოდ კიდევ ერთხელ ვცადო, ოღონდ ამჯერად ბევრად უკეთ მომზადებული“.


სეხუდო აღიარებს, რომ დვალიშვილთან პირველი შეხვედრისთვის სათანადოდ არ მომზადებულა, რადგან თაფლობის თვე ზედმეტად აქტიურად გაატარა.


მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებს, დვალიშვილისთვის საკუთარ სამშობლოში გამართული ამ განსაკუთრებული მომენტის ნაწილი გახდა, მერაბთან მეორედ წაგება აღარ სურს და ამბობს, რომ რევანშისთვის უკვე სერიოზულად ივარჯიშა.


საქართველოში ის გულშემატკივარი, ძმაო... ერთადერთი შემთხვევა, რასაც ამას შევადარებდი, ირანში ჩემი ჭიდაობაა.


ფინალში ვიყავი და როდესაც ირანელმა მეტოქემ წამაქცია, ისეთი ძლიერი ტალღა ვიგრძენი, თითქოს გულშემატკივრების ენერგია პირდაპირ დამეჯახა“, - თქვა სეხუდომ.


საქართველოშიც მსგავსი შეგრძნება მქონდა, ძმაო. როდესაც მერაბმა ქამბექი დაიწყო, არენა პირდაპირ ირყეოდა. წაგება ცუდია, მაგრამ ამას ღირსეულად მივიღებ. როგორც კაცი, ისე შევეგუები. დავიღალე და ეს აშკარად ჩანდა.


...ცოტა ხნის წინ ჩემს ცოლსაც ვეუბნებოდი, ამ ყველაფერმა ძალიან დამამდაბლა და ბევრი რამ მასწავლა. ზოგჯერ, კამარუმაც [უსმანმა] ახსენა ეს და როგორც ამბობენ, დეივ შაპელსაც უთქვამს, შენ საკუთარ ოცნებას ცხოვრობ, ზოგჯერ კი სხვისი ოცნების ნაწილი ხდები. უბრალოდ ასე ხდება.


მე მერაბისთვის იმ მომენტის ნაწილი გავხდი, რომელსაც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში არასდროს დაივიწყებს და ჯანდაბა, ეს ძალიან ცუდი შეგრძნებაა.
თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჭიდაობა
ჰენრი სეხუდო
მერაბ დვალიშვილი
MMA
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

შედგება ჰოლოუეისა და მაკგრეგორის რევანში?

•UFC

UFC

შედგება ჰოლოუეისა და მაკგრეგორის რევანში?
•UFC

UFC

VIDEO: დოლიძე vs დე რიდერი - ბოლო პირისპირ დგომი შედგა

•ქართული

ქართული

VIDEO: დოლიძე vs დე რიდერი - ბოლო პირისპირ დგომი შედგა
•ქართული

ქართული

დოლიძე, ჩოხელი და სხვები - Hype Fighting საქართველოში

•ქართული

ქართული

დოლიძე, ჩოხელი და სხვები - Hype Fighting საქართველოში
•ქართული

ქართული

რა შემთხვევაში დაუმიზნებს მერაბ დვალიშვილი სუპერბრძოლებს?

•ქართული

ქართული

რა შემთხვევაში დაუმიზნებს მერაბ დვალიშვილი სუპერბრძოლებს?
•ქართული

ქართული

News image

2 სთ წინ

შედგება ჰოლოუეისა და მაკგრეგორის რევანში?

News image

2 სთ წინ

VIDEO: დოლიძე vs დე რიდერი - ბოლო პირისპირ დგომი შედგა

News image

2 სთ წინ

დოლიძე, ჩოხელი და სხვები - Hype Fighting საქართველოში

News image

1 სთ წინ

რა შემთხვევაში დაუმიზნებს მერაბ დვალიშვილი სუპერბრძოლებს?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება