UFC საკრამენტოს წინ საცერემონიო აწონვები და მებრძოლების ბოლო პირისპირ დგომები შედგა.
რომან დოლიძემ 206 ფუნტი (93,4 კგ.) დააფიქსირა, რეინიერ დე რიდერმა კი სასწორზე 205 ფუნტი (93 კგ.) აჩვენა.
საცერემონიო აწონვის შემდეგ ქართველსა და ნიდერლანდელს შორის ბოლო პირისპირ დგომი შედგა.
UFC საკრამენტოს მთავარი ქარდი 23 აგვისტოს, 04:00 საათზე დაიწყება.
რომან დოლიძე: „რეინიერ დე რიდერზე ბევრად ძლიერი ვარ“
