მაქს ჰოლოუეიმ თავის YouTube არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მომავალ ბრძოლებზე ისაუბრა.
ჰოლოუეიმ აღნიშნა, რომ მზადაა როგორც კონორ მაკგრეგორთან ტრილოგიის, ისე სატიტულო ბრძოლებისთვის ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში საბრძოლველად.
მაკგრეგორის მიერ მოთხოვნილ პოტენციურ რევანშზე საუბრისას ჰოლოუეიმ ირლანდიელი „დელუზიურად“ შეაფასა და განაცხადა:
ჩვენ ვხედავთ, რომ კონორს მომავალი წლისთვის სურს ეს ბრძოლა. მე თანახმა ვარ, მაგრამ არ ვიცი, რა სურს UFC-ს.
მან ასევე უარყო მაკგრეგორის ბრალდება იმის შესახებ, თითქოს იატაკზე მშრალი ყინულის გამო სრიალებდნენ და აღნიშნა:
გიჟურია, როცა ეს ტიპი ლაპარაკობს იმაზე, რომ იატაკი სრიალება, არ ვიცი რას ამბობს, რადგან მე არ წავქცეულვარ.
ჰოლოუეიმ ასევე აღიარა, რომ ესმის გულშემატკივრების უკმაყოფილება UFC 329-ზე კონორთან გამართული ბრძოლის გამო და ბოდიში მოუხადა მათ, ვინც ეს ღონისძიება ლას-ვეგასში ადგილზე იხილა.
რაც შეეხება სატიტულო პერსპექტივებს, ჰოლოუეიმ ყურადღება ნახევარმსუბუქ და მსუბუქ წონებზე გაამახვილა. მან თქვა, რომ კმაყოფილი იქნება მსუბუქი წონის ჩემპიონ ჯასტინ გეიჯისთან რევანშით, რომელთანაც წარსული ისტორია აკავშირებს, თუმცა ასევე ახსენა ნახევარმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევიც.