VIDEO: ვოლკოვის გოლი - ახალ სეზონში მეორედ გაიტანა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის 2026-27 წლები სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
ქართველების ზირამ ჩემპიონატის მე-2 ტურში იმიშლის 3:1 მოუგო, ვოლკოვმა კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 93-ე წუთზე, ბურთი ცენტრიდან წაიღო, ერთი-ერთზე გავიდა, მეკარე მოატყუა და ბურთი კარში შეაგორა.
ზირას კიდევ ერთმა ქართველმა, გიორგი პაპუნაშვილმა 70-ე წუთიდან ითამაშა, ვოლკოვმა კი შეხვედრა სრულად ჩაატარა.
დავით ვოლკოვმა ახალ სეზონში მე-2 გოლი გაიტანა - პირველი კონფერენს ლიგაზე ტორპედო ქუთაისთან შეაგდო.
რეშად სადიგოვის გაწვრთნილმა ზირამ ორიდან ორივე თამაში მოიგო, 6 ქულა აქვს და ჩემპიონატის ლიდერებს შორისაა.