თურქეთის ნაკრების ნახევარმცველმა, არდა გიულერმა მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნაზე ისაუბრა.
თურქეთის ეროვნული გუნდი მეორე ტურში პარაგვაისთან დამარცხდა (0:1) და მესამე ტურში აშშ-ის წინააღმდეგ გამართული მატჩის შედეგის მიუხედავად, ჯგუფში ბოლო, მეოთხე ადგილს დაიკავებს.
„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი სანაკრებო კარიერის განმავლობაში ხალხს ეს ტურნირი დავავიწყებინო.
ჩვენ ძალიან ძლიერ გუნდებში ვთამაშობთ და ეს მოედანზეც უნდა გვეჩვენებინა, თუმცა ეს ვერ შევძელით. სწრაფი გოლი გავუშვით. სათქმელი არაფერია.
ძალიან ვწუხვართ. გვრცხვენია. ბოდიშს ვუხდით მთელ ჩვენს ხალხს.
მომდევნო ტურნირებზე მაქსიმუმს გავაკეთებთ. ძლიერ კლუბებში ვთამაშობთ და საჭირო იყო, რომ ეს გვეჩვენებინა“, – განაცხადა მადრიდის რეალის ფეხბურთელმა.