თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ პარაგვაისთან მარცხის (0:1) შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩენაზე ისაუბრა.
„ძალიან ვწუხვარ. ქვეყანას დიდი მოლოდინები ჰქონდა. ჩვენც დიდი მოლოდინები გვქონდა. ასევე ვწუხვარ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის გამოც.
ვიცი, რამდენად ბევრს შრომობდნენ ჩვენი ფეხბურთელები. როგორც წესი, ასეთი რამ 50 მატჩში ერთხელ ხდება. ორ შეხვედრაში კარში 65-ჯერ დავარტყით. ბურთის ფლობაზე საუბარიც კი არ მინდა.
ბედი ჩვენს მხარეს არ იყო. მოთამაშეებს ვუთხარი: „თქვენ ყველაფერი გაიღეთ. როგორც ამბობენ, ბედისწერას ვერ გაექცევი“.
მე არ ვამბობ: „იმ ფეხბურთელს მეტის გაკეთება შეეძლო, ამ ფეხბურთელს უკეთ თამაში შეეძლო“. ყოველთვის მოთამაშის ამბიციას ვუყურებ. ისინი ყველა წარმოუდგენლად იბრძოდნენ. საოცარი ამბიცია ჰქონდათ.
ყველა ბევრს შრომობდა, ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოვიდა.
საჭიროა დიდ ტურნირებზე თამაშის ჩვევის გამომუშავება. მსოფლიო ჩემპიონატზე მუდმივად უნდა გამოვდიოდეთ. ვინაიდან აქ რეგულარულად ვერ ვხვდებით, ფეხბურთელებს ქვეცნობიერში, შესაძლოა, რაღაც გაეჭედათ. ეროვნულმა გუნდმა ეს ჩვევა უნდა შეიძინოს.
ადვილია ერთი ადამიანის გამორჩევა და კრიტიკა. არავის დადანაშაულება არ არის საჭირო, რადგან ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. მეც ძალიან იმედგაცრუებული ვარ“, – განაცხადა ვინჩენცო მონტელამ.