-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის მატჩში დორტმუნდმა სიგნალ იდუნა პარკზე ბარსელონას უმასპინძლა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ, 0-0 დასრულდა, მეორე ტაიმში კი მაყურებელმა 5 გოლი იხილა.
ანგარიში 53-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. დანი ოლმოს პასის შემდეგ რაფინიამ დააწინაურა თავისი გუნდი. მე-60 წუთზე ბარსას კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც სერუ გირასიმ შეასრულა ზუსტად.
75-ე წუთზე სტუმრები წინ შეცვლაზე შემოსულმა ფერან ტორესმა გაიყვანა, თუმცა აქედან 3 წუთში გირასიმ დუბლი შეასრულა და კვლავ გაათანაბრა ანგარიში.
85-ე წუთზე კი კიდევ ერთი დუბლი დაფიქსირდა, მატჩის გადამწყვეტი გოლი ფერან ტორესმა გაიტანა და შეცვლაზე შემოსული ესპანელი ბლაუგრანას გმირად მოევლინა, შეხვედრა 2-3 დასრულდა.
ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგაზე 6-დან 5 მატჩი მოიგო და 15 ქულით ცხრილში მე-2 ადგილზეა, ფლიკის გუნდზე წინ მხოლოდ ლივერპულია 18 ქულით, დორტმუნდს კი 12 ქულა რჩება და მე-9 პოზიციას იკავებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები