სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნეიმარის მამამ ფეხბურთელის ბარსელონადან პსჟ-ში ტრანსფერი გაიხსენა.
„ნეიმარის პსჟ-ში წასვლა პირწმინდად თავისი გადაწყვეტილება იყო, მან თავად გადაწყვიტა კლუბის შეცვლა. იმ დროს ბარსაში რთული სიტუაცია იყო, არ ვიცოდით, სპორტულ ხელმძღვანელობას რა უნდოდა.
თითქოს, კლუბს ეჩვენებოდა, რომ ხელმძღვანელობას სურდა, ნეიმარს მესის ადგილი დაეკავა, რაც მან თავად არ მოისურვა.
მე მისი ბარსაში დარჩენა მინდოდა, მაგრამ ის წავიდა იმისთვის, რომ სხვაგან ეთამაშა. ბოლო დღემდე ვცდილობდით მის გადარწმუნებას, მაგრამ ის წავიდა, რადგან არ უნდოდა მესის ადგილის დაკავება და ბარსელონას მთავარი ვარსკვლავის სტატუსის მიღება." - აღნიშნა ნეიმარის მამამ პოდკასტში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები