სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ემილიანო მარტინესის თქმით, ის ლეო მესისთან საუბრის დროს არ ნერვიულობს.
„სხვებისთვის ეს შესაძლოა სანერვიულოა, მაგრამ ჩემთვის არა. ყველანი ერთნაირები ვართ, ყველასთან შეხუმრებული ვარ.
მას აქვს აურა, რომელიც არ გააჩნია სხვა არავის. ის ერთ-ერთია, ვის მიბაძვასაც ცდილობ. რაც არ უნდა გააკეთოს, შენც გინდა გამეორება. ის მიდის დარბაზში - შენც მიყვები. მისნაირი აურა ფეხბურთში არავის არ აქვს.
თუმცა, ჩემთვის ყველა ერთნაირია. ჩვენ ყველა ვხუმრობთ, ერთად ვმოგზაურობთ, ის შესანიშნავი ბიჭია. ლეო ძალიან ნიჭიერია და როდესაც ადამიანი ისეთი ნიჭით იბადება, როგორიც სხვა არავის აქვს, ის აუცილებლად ხდება განსაკუთრებული." - აღნიშნა მარტინესმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები