ლეო მესიმ კრიშტიანუ რონალდუსთან სპორტულ მეტოქეობაზე ისაუბრა.
"ეს სპორტული თვალსაზრისით ყოველთვის დიდებული ბრძოლა იყო. ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთს ვკვებავდით ამ მეტოქეობით, რადგან ორივე მებრძოლი ვიყავით. მასაც ყოველთვის უნდოდა, რომ ყველაფერი მოეგო.
ეს ჩვენთვის და ფეხბურთის ყველა გულშემატკივრისთვის ოქროს ეპოქა იყო. ჩვენ დაფასებას ვიმსახურებთ, რომ მწვერვალზე ამდენი ხანი დავრჩით, რადგან როგორც ამბობენ, აქ მოხვედრა ადვილია, მაგრამ ადგილის შენარჩუნება - რთული.
ჩვენ ამ დონეზე 10-15 წელი ვიყავით. ეს საოცარი იყო და ყველასთვის დიდებული მოგონება იქნება." - განაცხადა არგენტინელმა.