კრიშტიანუ რონალდუს ახალი კონტრაქტი ალ ნასრთან ეჭვქვეშ დადგა.
Marca-ს ინფორმაციით, ამის მიზეზი პორტუგალიელის მიერ ალ იტიჰადთან წაგებაზე გამოვლენილი რეაქციაა.
40 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონატის ლიდერთან წაგების შემდეგ სტადიონი საფეხბურთო ფორმაში, გასახდელის ავლით და ბრაზიანი ჟესტიკულირებით დატოვა.
თავდაპირველად მხარეები კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივებაზე იყვნენ შეთანხმებულები, ახლა კი მოლაპარაკებები შეჩერებულია და გარკვევას საჭიროებს.
მოქმედი ხელშეკრულება რონალდუს ალ ნასრთან ამ წლის 30 ივნისს ეწურება.