გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ფილიპ ლამმა, კრიშტიანუ რონალდუს და ლეო მესის წინააღმდეგ თამაშის სპეციფიკაზე ისაუბრა.
„მახსოვს, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში არგენტინას ვეთამაშეთ და ლეო მესი კოლექტიური დაცვით და პასუხისმგებლობის ზონებზე გადანაწილებით შევაჩერეთ.
მცველებმა კარგად ვიცოდით, რომ თუ ერთმანეთისგან ძალიან შორს დავდგებოდით, მესი სლალომის ბარიერებივით მოგვექცეოდა, მაგრამ თუ ზედმეტად ახლოს დავდგებოდით, მაშინ ავირეოდით იმაში, თუ ვინ უნდა შეაჩეროს მესი კონკრეტულად. საბოლოოდ იდეალური ბალანსი ვიპოვნეთ, რასაც დიდი პრაქტიკა და ორგანიზაცია სჭირდებოდა.
კრიშტიანუ რონალდუსთვის მზადებასაც ბევრი შრომა სჭირდებოდა, მაგრამ უფრო სხვანაირი, პორტუგალიელი დრიბლიორი არ ყოფილა, იმ დროს მისი გამორჩეული თვისებები სისწრაფე და დაგვირგვინება იყო. მთავარი იყო მისთვის იმ სივრცის შეზღუდვა, სადაც ის მიიღებდა იმ ბოლო პასს, რომელსაც მუდმივად ასე ეძებდა." - აღნიშნა ლამმა.