კრიშტიანუ რონალდუს უფროსი ვაჟი კრიშტიანუ დოს სანტუში პორტუგალიის 15-წლამდე ნაკრებში პირველად გამოიძახეს.
14 წლის მოთამაშე ალ ნასრის აკადემიის წევრია, საუდის პრო ლიგის გუნდის, სადაც მამამისი თამაშობს.
პორტუგალიის U15 ნაკრები იაპონიის, საბერძნეთისა და ინგლისის ნაკრებებს დაუპირისპირდება ვლატკო მარკოვიჩის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ხორვატიაში 13-დან 18 მაისამდე გაიმართება.
რონალდუს შვილს კიდევ 2 ნაკრებში თამაში შეუძლია - აშშ (დაბადების ადგილი) და ესპანეთი (სადაც გაიზარდა).