VIDEO: რონალდუ და მესი საკონტინენტო ტურნირებს ერთ დღეს გამოეთიშნენ
01 მაი, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის პარალელურად საკონტინენტო ტურნირები აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც მიმდინარეობს.
აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში კრიშტიანუ რონალდუს ალ ნასრი სახლში იაპონურ კავასაკი ფრონტეილს დაუპირისპირდა და 2-3 დამარცხდა.
ალ ნასრის მხრიდან გოლები სადიო მანემ და აიმან იაჰიამ გაიტანეს.
კავასაკი ფინალში გავიდა, სადაც არაბულ ალ აჰლის შეხვდება, პორტუგალიელი და მისი გუნდი კი ასპარეზობას გამოეთიშნენ.
კონკაკაფის (ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკა) ჩემპიონთა თასის 1/2 ფინალში კი ლეო მესი და ინტერ მაიამი საპასუხო მატჩში საკუთარ მოედანზე ვანკუვერ უაითქეფსთან 1-3 დამარცხდნენ, ორი მატჩის ჯამში კი კანადელებმა 1-5 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ.
ინტერ მაიამის მხრიდან ერთადერთი გოლი ლუის სუარესის პასის შემდეგ ჟორდი ალბამ გაიტანა.
ფინალში ვანკუვერის მეტოქე კრუს ასულსა და ტიგრესს შორის გამარჯვებული იქნება.